ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეთა დღეს კონცერტით აღნიშნავენ
FaceBook
მეშახტეთა პროფესიული დღის აღსანიშნავად ტყიბულის თვითმმართველობის ინიციტივით კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ.

კონცერტი 2016 წლის 27 აგვისტოს ტყიბულის თეატრში ჩატარდება.

მეშახტეებისთვის გამართულ ღონისძიებას ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია "საქნახშირი" აფინანსებს. გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ტყიბულის შახტებში ტექნიკური გაახლება–გადაიარაღება მოხდა, რაზეც 3,5 მლნ დოლარი დაიხარჯა.

მეშახტეთა პროფესიული დღე ყოველწლიურად 29 აგვისტოს აღინიშნება.

მისი აღნიშნვნა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1948 წლიდან შემოიღეს.

ამ თარიღის არჩევა კი მეშახტე სტახანოვის მიერ 1935 წლის 30 აგვისტოს ქვანახშირის მოპოვებაში დამყარებულ რეკორდს უკავშირდება. მან დაწესებულ ნორმას, 7 ტონას გადააჭარბა და 102 ტონა ქვანახშირის მოპოვება შეძლო.

Print