ახალი ამბები
მაშველებმა თეთნულდზე ტურისტები გადაარჩინეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სვანეთში, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, უკვე 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.
Print