ახალი ამბები
ფალსიფიცირებული ყავის მწარმოებელს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება
FaceBook
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

უწყებაშ აცხადებენ, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილ ბარდას ფხვიერ მასას.

"შემდეგ აფასოებდენ 100 გრამიან, 500 გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით, თითქოს და მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა, ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე“, - აცხადებენ სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურისვე ცნობით, ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია დაფასოების გარეშეც ხდებოდა, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლები. ასევე, დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print