ახალი ამბები
დღეიდან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების I ეტაპი იწყება
FaceBook
საარჩევნო ადმინისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას იწყებს.
ტრენინგების I ეტაპი, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან იწყება.

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევა და ხელმძღვანელ პირთა არჩევი წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია და ეპიზოდური ინსცენირება), საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია, საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება, განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი, - ეს ის საკითხებია, რომლებსაც სასწავლო კურსის პერიოდში განიხილავენ.

ცესკოს ინფორმაციით, სასწავლო კუსს 73 საოლქო საარჩევნო კომისიის, მათ შორის, 53 ძირითადი და 20 დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის 949 მოქმედი წევრი გაივლის.

ტრენინგების I ეტაპი 2016 წლის 4 სექტემბერს დასრულდება.
Print