ახალი ამბები
დევნილთა საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში დევნილთა და ადგილობრივი თემის საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ღინისძიება პროექტის "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან ერთად და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კვლევა, რომელიც მომზადებულია "ეისითის" (ACT) მიერ, მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ნათია ჭელიძემ წარადგინა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვლევის ფარგლებში საქართველოს 6 ქალაქში 500 იძულებით გადაადგილებული პირი, 100 მცირე და საშუალო საწარმო და დევნილთა პრობლმებზე მომუშავე სპეციალისტი გამოიკითხა.

"კვლევის მიზანი იყო დევნილთა საარსებო წყაროებთან წვდომის ანალიზი, ეკონომიკური პოტენციალის შეფასება, მეწარმეთა მოტივაცია რა შემთხვევაში გაზრდიდნენ ისინი წარმოებას და შექმნიდნენ თუ არა თანადაფინანსების შემთხვევაში სამუშაო ადგილებს იძულებით გადაადგილებული პირთათვის. კვლევის შედეგად ძირითადი პრობლემური საკითხები გამოვლინდა, ესენია დასაქმება და მედიკამნეტების ხელმისაწვდომობა. კითხვაზე, თუ რა არის დღეს მათთვის ყველაზე ეფექტური დახმარება, მათი პასუხია ყოველდთვიური სტაბილური დახმარება. როდესაც ვგეგმავთ დამოკიდებულების კატეგორიიდან მათი გამოსვლა შევძლოთ, ამის მიუხედვად, ისინი კვლავ ფინანსუს დახმარებას ითხოვენ,"– აღნიშნა ნათია ჭეილიძემ.

დევნილთა და ადგილობრივი თემის საჭიროებების კვლევის პრეზენტაციას ქუთაისსა და წყალტუბოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.



Print