ახალი ამბები
ტყიბულის გამგებელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის გამგებლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს.

რობინზონ გვენეტაძეს ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ყოფილი დირექტორი უჩივის, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 21 ივნისს გაათავისუფლეს.

მაია კუზნეცოვას განმარტებით, გამგებელმა თანამდებობიდან დათხოვის შესახებ მას სიტყვიერად მიმდინარე წლის 7 აპრილს აცნობა. თუმცა, მანამდე ხელოვნების სკოლის ფინანსური საქმიანობის შემოწმებას აუდიტის სამსახური იკვლევდა.

"პირადად რობოზონ გვენეტაძემ მითხრა, რომ აუდიტის დასკვნა იყო ძალიან მძიმე და საქმე შეიძლებოდა პროკურატურას გადაცემოდა. თუმცა, შემოწმების შედეგად ფინანსური დარღვევები არ დაფიქსირდა და მხოლოდ ადმინისტრაციულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. გამგებელს ვინც მოწონს იმას ამუშავებს, ვინც არა – ათავისუფლებს. რამდენიმე თვის წინ სკოლას სტუმრობდა პაატა ბურჭულაძე და ეს არ მოეწონა," – აღნიშნა მაია კუზნეცოვამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ააცხადებენ, რომ ხელოვნების სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გამგებლის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

რობინზონ გვენეტაძემ დოკუმენტი შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად გამოსცა, რომელიც მაია კუზნეცოვას სკოლის წესდების დარღვევაში ადანაშაულებს.

ტყიბულის ხელოვნების სკოლის ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს. ის დაწესებულების ხელმძღვანელად 2012 წლიდან მუშაობდა.






Print