ახალი ამბები
ალექსანდრე ჯეჯელავა - უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლების ახალ სისტემას დავნერგავთ
FaceBook
საქართველოს განათლების სამინისტრო ქართული დიასპორისთვის ახალი პროგრამის ამუშავებას გეგმავს.

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლების შვილებს ქართული ენისა და ისტორიის სწავლება დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით შეეძლებათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ენასა და ისტორიას ემიგრანტების შვილები უფასოდ ისწავლიან.

"უცხოეთში მცხოვრები ქართველების შვილებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ იზრდებიან, გვექნება შეთავაზება მათი მშობლიური ენისა და ისტორიის შესწავლის, ეს ინტერნეტის მეშვეობით დისტანციური სწავლების მეთოდია. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება მასწავლებლების დასაქმების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით იმ პედაგოგების, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ. ასევე, მეორეს მხრივ, ჩვენი ენისა და იდენტობის შენარჩუნებას შევძლებთ," - განმარტა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე დიასპორისა და განათლების სამინისტროები მუშაობენ. პროგრამა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.



Print