ახალი ამბები
საარჩევნო გარემო რეგიონში - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო პროცედურები და დარღვევები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისში დემოკრტიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.
დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ცენტრის ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში ჩატარდა.

არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ISFED) კოორდინატორი ესაუბრა

მისი თქმით, იმისთვის, რომარჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირებულება 

"შეხვედრაზე მაგალითების ფონზე განვიხილეთ, თუ რა ტიპის დარღვევები შეიძლება დაფიქსირდეს წინასაარჩევნო პერიოდში, ახალგაზრდები ძალია აქტიურად არიან ამ პროცესებში ჩართული და აუცილებელია მათი ამ საკითხებით ინფორმირებულობა," - ამბობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმერეთის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.

მისივე ინფორმაციით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გაოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევებმა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.




Print