ახალი ამბები
ქუთაისიდან მულახის მიმართულებით ზაფხულის გზა აშენდება
FaceBook
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქუთაისიდან მულახის მიმართულებით, გვირაბების გავლით და უშგულზე გადამავალი ზაფხულის გზა აშენდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ამის შესახებ სვანეთის გაერთიანებული ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მულახტან დამაკავშირებელი ზაფხულის გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ინტენსიური მუშაობა და რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რაც აუცილებელია, რათა შავი ზღვისპირეთიდან ამომავალმა ტურისტმა კომფორტული გზით ისარგებლოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი, ასევე გაზაფხულის არდადეგების ინიციატივითაც გამოვიდა.

"აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თეთნულდის ტურისტული კომპლექსის განვითარებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მულახი ზემო სვანეთის ერთ-ერთი დიდი თემია, რომელთანაც ახლოს კურორტი თეთნულდი მდებარეობს.
Print