ახალი ამბები
ერთწლიანი დიეტა ზეედმეტი წონიდან სამუდამოდ ათავისუფლებს
FaceBook
"ყველა ვინც ცდილობს მკაცრი დიეტი დაცვას, იცის რადენად ადვილია მავნე ჩვევებთან დაბრუნება. თუმცა, წარმატება შეიძლება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთი წლის განმავლობაში უნდა დავიცვათ, წერს The Times.

"რევოლუციურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დიეტა უნდა დაიცვა 12 თვის განმავლობაში მანამ, სანამ ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში შეიცვლებიან და ახალი წონა მუდმივად შენარჩუნდება," – აღნიშნულია სტატიაში.

შიმშილის გამომწვევი ჰორმონების დონე იმატებს და ქსოვილები იწყებენ კალორიების ქონად გარდაქმნას, რასაც იქამდე მივყავართ, რომ ბევრი, როგორც კი დიეტას თავს დაანებებს, მალევე უბრუნდება თავის წინანდელ წონას.

"ახლა კი ამ ძლიერი დამცავი მექანიზმების გადალახვა შესაძლებელი იქნება," – ნათქვამია სტატიაში.

დანიელმა მეცნიერებმა მოიწვიეს 20 ჭარბი წონის მქონე ადამიანი და მკაცრ დიეტაზე გადაიყვანეს, 8 კვირის განმავლობაში ცილებიანი კოქტეილებისა და სუპების მიღებაზე ისე, რომ ყველამ 12,5 კილო დაიკლო. ექსპერიმენტში მონაწილეებმა ეს დიეტა გააგრძელეს მთელი წლის განმავლობაში.

ერთი წლის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეების ორგანიზმი უფრო იოლად თრგუნავდა ჭამის მადას, რადგან გაზრდილი იყო იმ ჰორმონების რაოდენობა, რომელიც ჭამის მადას აკლებს.

თუმცა, დიეტის ამ მეთოდს გამოუჩნდნენ ოპონენტები, რომლებიც თვლიან, რომ ადამიანის ორგანიზმი, განსაკუთრებით ტვინი,  მუდამ ეცდება და იბრძოლებს რომ დაიბრუნოს წონა და ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს, ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯაილდ იეო.

The Times


Print