ახალი ამბები
2016 წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.


უწყების ცნობით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა.

2016 წელს მისაღებ გამოცდებზე სულ 38 500 აბიტურიენტია დარეგისტრირდა.

Print