ახალი ამბები
ცესკო ჭიათურასა და ხარაგაულში შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობას აქვეყნებს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია ჭიათურასა და ხარაგაულში 2016 წლის 8 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობას აქვეყნებს.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დგომარეობით, ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქში სულ 43 891 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო ხარაგაულის #51 ოლქში კი 19 871.

რაც შეეხება საკრებულოს საკრებულოს შუალედურ არჩვენებს, რომელიც ჭიათურაში, ასევე 8 ოქტომბერს გაიმართება, მასში ხმის მიცემის უფლება ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირებულ 1 609 ამომრჩეველს ექნება.

ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოსცა.

"ქართულმა ოცნებამ" #56 ოლქში (ჭიათურა) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჭიათურის გამგებელი, სულხან მახათაძე, ხოლო #51 ოლქში (ხარაგაული, ბაღდათი და ზესტაფონის ნაწილი) კი ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაასახელა.

საქართველოს კანონმდებლობით, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად მოქმედი მერების, გამგებლებისა და საკრებულოს წევრების წარდგენა შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.



Print