ახალი ამბები
ქუთაისში 5000 ახალგაზრდას ახალ პროექტში ჩართავენ
FaceBook
პროექტი "ახალგაზრდული ქუთაისი," რომლის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება, 5000 ახალგაზრდის ჩართვას ითვალისწინებს.
პროექტის "ახალგაზრდული ქუთაისი"-ს განხორციელებას ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახური გეგმავს.
როგორც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის უფროსი თამუნა ნიკოლეიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, პროექტი ჯერჯერობით სამუშაო ეტაპზეა.
"პროექტის ძირითადი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვა მოხდეს სხვადასხვა ღონისძიებებში, იქნება ასევე ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, სხვადასხვა ტრენიგ კურსები, სემინარები, რადგან მათ რაც შეიძლება მეტად მოახერხონ საკუთარი თავის წარმოჩენა,"- განმარტავს თამუნა ნიკოლეიშვილი.
ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახური პროექტის წარდგენას ახალგაზრდებისთის უახლოეს ვადებში გეგმავს. ამ დროისთვის უცნობია პროექტის ბიუჯეტი.
ანა ჯანაშია

Print