ახალი ამბები
კრივში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

ღონისძიება მიმდინარე წლის 30 სექტემბერსა და 1-2 ოქტომბერს შედგება.

საერთაშორისო ტურნირის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ 10 000 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა ჩემპიონატში მონაწილე 55 პირისთვის თასების, მედლების და საბრძოლო ხელთათმანების შესყიდვა, აფიშებისა და დიპლომების დაბეჭდვა უნდა უზრუნველყოს.

ასევე, მოაწყოს დარბაზის რინგით, რომლის ზომები 7მX7მ–ზე იქნება.

საერთაშორისო ტურნირი მ. ქორქიასა და ზ. საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

Print