ახალი ამბები
კარდიოლოგები შაქარს ომს უცხადებენ
FaceBook
"თქვენმა ბავშვმა არ უნდა მიიღოს 25 გრამზე მეტი შაქარი" – აღნიშნავს გამოცემა ABC, რომელიც ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა.
აღნიშნული რეკომენდაციები ასოციაციის ჟურნალში Circulation გამოქვეყნდა.

"დამატებით შაქარში იგულისხმება შაქრის ყველა მრავალსახეობა, რომელსაც საჭმელსა ან სასმელში სპეციალურად ამატებთ. 25 გრამი ეს არის 6 ჩაის კოვზი შაქარი," - აზუსტებს სტატიის ავტორი.

საჭმელსა და სასმელში რაფინირებული შაქრის გამოყენება კავშირშია მეტაბოლური სინდრომების განვითარებასთან, რაც იწვევს სიმსუქნეს, არტერიული წნევის მომატებას, გლუკოზის რაოდენობის გაზრდას, ასევე ამცირებს "კარგი" ქოლესტერინის რაოდენობას.

დამატებითი შაქრის აკრძალვა განსაკუთრებით 18 წლამდე ბავშვებს ეხებათ.

ესპანეთის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ხოსე რამონ გონსალესის თქმით, თუკი ესპანეთში შენარჩუნდება ტენდენცია ფასტფუდის დიდი რაოდენობის გამოყენებისა და ფიზიკური დატვირთვის მოკლების მიმართულებით, ვისაც ახლა შეუსრულდათ 10 -20 წელი, დიდი რისკია, რომ მეტად დაიტანჯებიან გულის დაავადებებითა და ცოტა ხანს იცოცხლებენ, ვიდრე მათი მშობლები.

ექიმები გამოსავალს არ ხედავენ შაქრის რაციონიდან საერთოდ ამოღებაში, რადგან "ტვინს ესაჭიროება დაახლოებით დღეში 160 გრამი შაქარი, მაგრამ იგი ამას სხვა პროდუქტებიდან იღებს, გასნაკუთრებით ნახშირწყლებიდან."

შაქარი კიდევ ერთ პრობლემას იწვევს: ანთებით პროცესებს პირში, რომელთაც შეუძლიათ გააძლიერონ ინსულინორეზისტენტულობა. ადამიანები, რომელთაც პრობლემა აქვთ ნუნებთან დაკავშირებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ გულ-სისხძარღვთა დაავადებით, ვიდრე სხვები, აღნიშნულია სტატიაში.
ABC
Print