ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამოსავლენად მერია ფულად ჯილდოს აორმაგებს
FaceBook
ქუთაისის ტურიტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევად ქუთაისის მერიამ კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

მერია კონკურსისთვის ფულად ჯილდოს ზრდის: ლოგოს დიზანისთვის 5 000 ლარს, ხოლო სლოგანის ტექსტისთვის 1 000 ლარს აწესებს.

კონკურსი ოფიციალურად  2016 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა. ნამუშევრების მიღება 19 სექტემბერს დასრულდება.

გამარჯვებულს საკონკურსო კომისია  ნამუშევრების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გამოავლენს.

ქუთაისის მერიამ ტურისტული სლოგანისა და ლოგოსთვის კონკურსი ორჯერ გამოაცხადდა, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

"ამჟამად გავზარდეთ თანხა,რაც უნდა იქცეს გარკვეულ მოტივატორად რომ შეიქმნას უკეთესი ნამუშევრები. მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა სლოგანის და ლოგოს შერჩევაში", -აღნიშნა ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სრულწლოვან პირს.

დაინტერესებულმა პირებმა ნამშევრები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან პირადად მიიტანონ დალუქული კონვერტის სახით ქუთაისის მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.



Print