ახალი ამბები
5 შვილის დედა ქუთაისის მერიასთან შიმშილობს
FaceBook
იპოთეკით დაზარალებულმა ნანა დეისაძემ ქუთაისის მერიის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო.

მრავალშვილიანმა დედამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მას საცხოვრებელი სახლის დატოვება მოთხოვეს.

როგორც ნანა დეისაძე აცხადებს, ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩის მეექვსე შესახვევის N19 ში მდებარე სახლი მევახშეებმა გაუყიდეს, ახლა კი მისთვის უცნობი ადამიანები სახლის დაცლას სთხოვენ და შვილების სიცოცხლით ემუქრებიან.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ის ქალაქის პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც საცხოვრებლის დატოვებისთვის ერთდღიანი ვადა მისცეს.

ნანა დეისაძის უფლებადამცველის ცნობით, თუკი მრავალშვილიანი ოჯახი სახლიდან არ გამოვა, საქმე სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის მუხლით აღიძვრება, რაც 3 წლით თავისუფების აღკვეთას ითვალისწინებს.

მრავალშვილიანი დეისაძეები ოჯახი, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.




Print