ახალი ამბები
"თავისუფალმა დემოკრატებმა" საჩხერეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს
FaceBook
საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოს წევრი, ოლეგ არჯევანიძე იქნება.

ის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრად 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.

სხვადასხვა პერიოდში ოლეგ არჯევანიძე იყო შპს "ბაჯითის" დირექტორი და დარკვეთის "საშენ მასალათა კომბინატის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

"მან ოქროს მედალზე დაამთავრა ჭიათურის 129-ე ტექნიკური სასწავლებელი და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. ოლეგ არჯევანიძე არის "თავისუფალი დემოკრატების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. შემდეგ აქტიურად მონაწილეობა არჩევნებში, რამდენჯერმე იყო საოლქო და საუბნო კომისიის წევრი. იგი გააძლიერებს აგრალურ საკითხზე მომუშავე ჯგუფს. მისი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
Print