ახალი ამბები
ქრთამის აღების ბრალდებით ხონში ტყის მცველები დააკავეს
FaceBook
დაკავებულ მეტყევეებს 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველები დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ქრთამის მიცემა და აღება ედებათ.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქე, ხონის სატყეო უბნის ტყის მცველის დახმარებითა და შუამავლობით, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსს მის სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის მორების გატანის სანაცვლოდ 3000 ლარის ოდენობის ქრთამს სთავაზობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

Print