ახალი ამბები
ქუთაისის მერი - უნდა დამთავრდეს ქაღალდომანია
FaceBook
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო ინფორმაციები ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. "ადრე ინფორმაციები დაჰქონდათ "ფლეშკით" და კონკრეტული ადამიანის საკუთრებას წარმოადგენდა. რატომ უნდა ვეძებოთ საჯარო ინფორმაციები კონკრეტულ ადამიანებთან, როცა ეს საჯაროა და ნებმისიერი ინფორმაცია ნებისმიერ დროს უნდა იყოს ხელისაწვდომი", - განაცხადა ქალაქის პირველმა პირმა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ქუთაისის მერია ელექტრონულ სისტემაზე გადავა , სადაც ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ელეტრქონულად იქნება ხელმისწავდომი.
"უნდა დამთავრდეს ქაღალდომანია", - ამბობს ქალაქის მერი.
თეკლე მორგოშია
Print