ახალი ამბები
ტყის უკანონო ჩეხვას დრონის გამოყენებით შეამცირებენ
FaceBook
უკანონო ტყის ჩეხვის შემცირება უკრაინაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყეს.

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად ებრძვიან.

დრონის მეშვეობით ტყეების დათვალიერება და მონაცემთა შედარება, ტყის ჩეხვის გამოვლენას მცირე დროში ახდენს და მაღალ ეფექტს იძლევა.

უკრაინული სტარტაპ Drone.UA-ს გუნდი, ჯერჯერობით ორ მონაკვეთს აკონტროლებს, საერთო ჯამში კონტროლირებადი ტყის მასივი (მათ შორის ნაციონალური პარკი "ტყისპირი") 3284 ჰექტარს შეადგენს.

დრონის მეშვეობით გადაღებული ფოტოების, ბაზაში არსებულ მასალებთან შედარებით, მიმდინარე ტყის ჩეხვის (ან ახლად გაჩეხილი) მონაკვეთის გამოვლენა ხდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დრონებს შეუძლიათ დააფიქსირონ არამარტო ლოკაცია, არამედ ტექნიკის რაოდენობა და მათი სანომრე ნიშნებიც კი.

მათი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, კონტროლირებად რაიონებში 38,2 ჰექტარზე განხორციელდა ლიცენზირებული ჭრა, სადაც უკვე ახალი ნერგებია დარგული, თუმცა გამოვლენილია 10 ჰექტარი ტყის უკანონო ჩეხვის ფართობიც.

პროექტის მეშვეობით უკანონო ჩეხვის შემცირებასთან ერთად, გამოვლინდება უკვე გაჩეხილი აღუნუსხავი მასივები, რაც მნიშვნელოვანია ტყის აღდგენისთვის.

წყარო: forestry.cenn.org

 

 

Print