ახალი ამბები
ქუთაისის მერიას ამორტიზებული შენობის მოვლა–პატრონობისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ქუთაისში ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე ამორტიზებული შენობიდან ფრაგმენტი ჩამოვარდა.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბლოკი "ახალი არჩევანის" იმერეთის ორგანიზაცია ავრცელებს.

შემთხვევა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

"ახალი არჩევანის" იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს.

"კიდევ ერთხელ ვთხოვ მერიას დროულად მოახდინოს რეაგირება," – აცხადებს "ახალი არჩევანის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობა კომპანია "შიტრიტ ჯგუფის" საკუთრებაა, რომელზეც გადაცემულ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო სწავლობს.

საბჭოთა პერიოდში შენობაში კულტურის სახლი ფუნქციონირებდა. 
Print