ახალი ამბები
ქუთაისელი ახალგაზრდები მერიას ღონისძიებებში მათი ჩართულობისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივობის გაზრდა, ადგილობრივ თვთმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მეტი წვდომა
მერიის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდულ პროექტებზე - ეს ის მესიჯებია, რომლებიც დღეს ახალგაზრდა სოციალისტებმა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერეს.
როგორც ახალგაზრდა სოციალისტები ამბობენ, სტუდენტ ახალგაზრდებში არსებობს სტერეოტიპი, რომ მერია მათთვის მიუწვდომელი სტუქტურაა.
"ახალგაზრდები არ არიან აქტიურები, არ ღებულობენ მერიის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა პროგრამებში მასშტაბურად მონაწილეობას, იმ მიზნით, რომ ჯერ კიდევ არსებობს კლიშე,  თითქოს მერია მიუწვდომელია და მხოლოდ ახლობლობით ხდება ამა თუ იმ პროექტებში ჩართვა. ასე, რომ ჩვენი მიზანია დაუახლოვდეს ერთმანეთს მერია და ახალგაზრდები და მოხდეს ახალგაზრდული პოლიტიკის გააქტიურება, ამავდროულად, მოვუწოდებთ თვითმმართველობას აქტიურად ჩართოს ახალგაზრდები სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში,"- ამბობს ახალგაზრდა სოციალისტების პოლიტიკური მდივანი საბა ხიდაშელი.
ახალგაზრდა სოციალისტების მოწოდებებს შეხვედრაზე, ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის უფროსმა თამუნა ნიკოლეიშვილმა უპასუხა.
როგორც ნიკოლეიშვილი განმარტავს, ქუთაისის მერია მზადაა ახალგაზრდებთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
ანა ჯანაშია


Print