ახალი ამბები
სტუდენტების უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 25 აგვისტოს გამოქვეყნდება
FaceBook
საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აპელაციის შედეგები 2016 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნდება.

უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია კი სავარაუდოდ მიმდინარე წლის 25 აგვისტოსთვის იქნება ცნობილი.

"სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება," განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში.





Print