ახალი ამბები
ამომრჩევლებს მონაცამების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალებით შეუძლიათ
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს მონაცემების გადასამოწმებლად ახალ სერვისს სთავაზობს

მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ.

მომხმარებელი, ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა.

ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.

მოქალაქეებს საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge და "ანდროიდის" სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით შეუძლიათ.

ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა, რომელსაც მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული 23 988 და რეგისტრაციიდან
მოხსნილი 35 254 ამომრჩეველი დაემატა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სულ 3 452 093 შეადგენს.

Print