ახალი ამბები
ქუთაისის მერი - სიძველეებს უნდა მოვუფრთხილდეთ
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ადგილობრივი მთვარობა შეეცდება რეკონსტრუქცია ჩაუტაროს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს. მისი განმარტებით, აღნიშნული მუზეუმი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების მხრივაც. "აქ არის ნივთები, რომლებიც რესტავრირებას საჭიროებს. ჩვენ ვეცდებით შესაბამისი წესების დაცვით მოვახდინოთ მათი რესტავრირება, ეს ძალინ მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის კუთხით. სიძველეებს უნდა მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ, ისტორია გადავცეთ მომავალ თაობას", - განმარტა მუზეუმის დათვალიერებისას შოთა მურღულიამ.
მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები და უნიკალური ინსტრუმენტები.
Print