ახალი ამბები
ქორწილში აფეთების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
FaceBook
აფეთქება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ღამის საათებში, თურქეთის სამხრეთ პროვინციის, ქალაქ გაზიანთეფში ქორწილში მოხდა.

სტუმრები დღესასწაულს ქუჩაში აღნიშნავდნენ, რაც თურქეთში მიღებული ტრადიციაა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და ტელეკომპანია CNN აშუქებენ.

მათი ცნობით, პირველადი მონაცემებით აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 94 აღწევს.

გაზიათეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ალეპოდან 95 კმ–ით არის დაშორებული,

რეგიონის გუბერნატორი აფეთქებას ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. თუმცა, ჯერჯერობით აფეთქება თავის თავზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მიმდინარე წლის ივლისში სტამბულის ათათურქის აეროპორტში მასშტაბური თავდასხმა მოხდა, რასაც 44 მშვიდობიანი მოქალაქის დაუპვა მოჰყვა.

Print