ახალი ამბები
მწვერვალ შხარაზე შსს მაშველებმა პოლონელი ტურისტი გადაარჩინეს (ფოტო)
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მესტიაში,მწვერვალ შხარაზე პოლონელ ტურისტებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.

შსს განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება ესაჭიროებოდა.

ერთ-ერთი მათაგნი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. ტურისტების დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით ამავე სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში 3000 მეტრი სიმაღლიდან დაზარალებულის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს.

დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.




Print