ახალი ამბები
სამტრედიაში სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
FaceBook

სამტრედიაში პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე მოქალაქეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.


აქცია სოფელ დაფნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას გარდცაცვალების საქმის გამოძიებისა და კანონდამრღვევი სამართალდამცავების დასჯის მიზნით გაიმართა.

საპროტესტო მსვლელობის  მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენოიბასთან მყოფი ავტომობილები საღებავით შეღებეს და მათზე ფეხებით დადგნენ, რამაც სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ აქციის დაკავებული წევრები ქუთაისში სამხარეო პოლიციის შენობაში გადაჰყავთ.

საპროტესტო აქცია სამტრედიაში სახელწოდებით "დემურ სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!" – "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული.





 

Print