ახალი ამბები
ქუთაისში ჭადრაკში ღია საქალაქო ტურნირი გაიმართება
FaceBook
ჭადრაკში ღია საქალაქო ტურნირი მიმდინარე წლის 17–18 სექტემბერს გაიმართება.

ამ მიზნით ქუთაისის მერიამ 4 990 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.

საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 35–დან 45–მდე პირი ჩერთვება, ქალაქის №16 სპორტსკოლაში ჩატარდება.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გამარჯვებულთათვის საჩუქრები შეიძინოს.

კერძოდ, I ადგილისთვის 3 ცალი ტელევიზორი, II და III ადგილებისთვის კი 3–3 ცალი მობილური ტელეფონი.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2 დღის განმავლობაში ტურნირის მონაწილეებისთვის ალაფურშეტი მოეწყობა, რომელიც 40 პირზე იქნება გათვალისწინებული.

ასევე, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 80 ულუფა ჩაის, ყავის, ხაჭაპურის, ლობიანის, პიცის, კექსის, ნატურალური წვენისა და მინერალური წყლის შესყიდვაც.

საჭადრაკო ტურნირს ფიდეს და საერთაშორისო არბიტრის გამოცდილების მქონე 2 მსაჯი მოემსახურება.
Print