ახალი ამბები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა
FaceBook
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია.

რიოს ოლიმპიადის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველ ორთაბრძოლაში ყაზახი ნურისლამ სანაევს, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვს სძლია.

ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მეორე, მთლიანობაში კი - მეექვსეა.

საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედლები - ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.


Print