ახალი ამბები
ჭიათურისა და ხარაგაულში გამგებლების არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება
FaceBook
ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა.
ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 აგვისტოს გამოსცა, რომელიც ასევე კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ.

"ქართულმა ოცნებამ" #56 ოლქში (ჭიათურა) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჭიათურის გამგებელი, სულხან მახათაძე, ხოლო #51 ოლქში (ხარაგაული, ბაღდათი და ზესტაფონის ნაწილი) კი ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაასახელა.

მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერების, გამგებლებისა და საკრებულოს წევრების წარდგენა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, თუკი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, შუალედური არჩევნები უახლოეს მაისში ან ოქტომბერში ტარდება, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც უნდა იყოს დარჩენილი. ამ შემთხვევაში საუბარია ოქტომბერზე, ოქტომბრის ბოლომდე კი, 60-დღეზე მეტია დარჩენილი. იმავდროულად, "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით შუალედური არჩევნების თარიღს ნიშნავს. 8 ოქტომბრამდე არა უგვიანეს 50-ე დღე არის 19 აგვისტო.

რაც შეეხება გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნების საკითხს, კანონის მიხედვით, მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. ეს ხდება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უადრეს მე-8 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა და ეს დღე 8 ოქტომბრამდე არის 19 აგვისტო.

Print