ახალი ამბები
ქუთაისზე მობილური აპლიკაციის შექმნისთვის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ტურისტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მობილური აპლიკაციის შექმნისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

ელექტორულ შესყიდვაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6000 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ სამენოვანი მობილური აპლიკაცია (ქართული, რუსული, ინგლისური) თავსებადი უნდა იყოს IOS და Android სისტემასთან. მისი დიზაინი კი, რომელიც ვებ–გვერდის www.kutaisi.trevel მსგავსი იქნება, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შექმნას.

ის, ასევე ვალდებულია აპლიკაციის "Apple Store"-ზე და Android -ის "Play Store"-ზე ატვირთვა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს.

გარდა ამისა, მობილური აპლიკაციაზე სოციალურ ქსელები Facebook, twitter, Instagram, google +, youtube უნდა იყოს მიბმული.

გამარჯვებულმა კომპანიამ აპლიცაკიაზე უნდა გადმოიტანოს www.kutaisi.trevel-ზე განთავსებული რუკა და ის ინფორმაცია, რასაც ვერ-გვერდი შეიცავს. კერძოდ, მგზავრობა, უნდა ნახო, განთავსება, კვება, აქტივობები, ღვინო და სამზარეულო.

მიმწოდებელი ვალდებულია აპლიკაციის შექმნა ხელშეკრულების დადებიდან 60 დღის განმავლობაში განახორციელოს.


Print