ახალი ამბები
დამწყებ და პროფესიონალ მთასვლელთა ალპინიადისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ალპინიადა 2016 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით მოეწყობა, რისთვისაც ქუთაისის მერია 5000 ლარად ღირებულ ტენდერს აცხადებს.
მასში მონაწილეობას დამწყები და პროფესიონალი მთავსვლელები მიიღებენ.

ექსპედიციის მარშრუტია ქუთაისი-შივი-ქუთაისი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ალპინიადაში მონაწილეობას 18 პირი მიიღებს, რომლებსაც მერია შეარჩევს.

ტენდერში გამარჯვებულმა ექსპედიციის წევრები საველე პირობებში ღამისთევისათვის საძილე ტომრებით (7 კარავი, 2 ან 3 კაციანი) და კვების პროდუქტებით უნდა უზრუნველყოს. საკვები კი თავად მონაწილეებმა უნდა მოამზადონ.

ასევე, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია გამარჯვებულმა 3 ცალი დამცავი ქამარი და 100 მეტრი დამხმარე თოკი შეისყიდოს.

ექსპედიციისთვის მოწვეული იქნება 3 ინსტუქტორი, რომლებსაც მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება ექნება.

Print