ახალი ამბები
საჩხერეში ლაშა ტალახაძის ოლიმპიური გამარჯვება ფოიერვერკებით აღნიშნეს (ფოტო)
FaceBook
საჩხერეში მძლეოსანის ლაშა ტალახაძის ოლიმპიური გამარჯვება ფოიერვერკებით აღნიშნეს.

გულშემატკივრები მათი თანაქალაქელის ასპარეზობას კინოს სახლში და ღია ცის ქვეშ მოწყობილ ეკრანზე უყურებდნენ.

საზეიმო განწყობა საჩხერეში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

22 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე 105 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, 473 კილოგრამის დაფიქსირებით მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც 448 კგ დააფიქსრია.

რიოს XXXI ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.





მეტი ფოტო იხილეთ აქ

Print