ახალი ამბები
ვანში 10 500 აბონენტს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 17 აგვსიტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, დენის მიწოდება ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

კომპანიის ცნობით, ვანში 10 500 აბონენტს ელექტრომომარაგება 07:00 საათიდან 08:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეზღუდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდება უფრო საიმედო და ხარისხიანი ხდება. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
Print