ახალი ამბები
საჩხერელი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
FaceBook

ქართველმა მძლეოსანმა რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალთან ერთად მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


22 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელიც 105 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა 473 კილოგრამის დაფიქსირებით.

ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც 448 კგ დააფიქსრია.

რიოს XXXI ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

 

Print