ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ბავშვების უფასოდ გართობისთვის 2 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
"ზაფხულის საღამოები" – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში ქუთაისის მერია ბავშვებს უფასო გართობას 2016 წლის სექტემბერში სთავაზობს.

ამ მიზნით თვითმმართველობამ 2 500 ლარად შეფასებული ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონებით მომსახურება 4 ჯერ – 31 აგვისტოს, 12,19 და 26 სექტემბერს მოხდება.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მერიის მიერ მითითებულ ადგილებზე გასაბერი ბატუტი ჩამოსასრიალებელითა და მულტფილმის პერსონაჟების გამოსახულებით, ასევე მონიტორით აღჭურვილი მანქანის ფორმის 2 საბავშვო საქანელა დაამონტაჟოს.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მიმწოდებელმა ატრაქციონების ტრანსპორტირება და მონტაჟი-დემონტაჟი საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს.



Print