ახალი ამბები
ნასამ 2016 წლის ივლისი ბოლო 136 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელ თვედ აღიარა
FaceBook
ბოლო 136 წლის განმავლობაში 2016 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო.

ამის შესახებ ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოში (NASA) აცხადებენ.

ნასა–ს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საშუალო ტემპერატურა ბოლო 136 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელზე 0,84 გრადუსით (ცელსიუსი) და 2011 და 2015 წლებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე 0,18 გრადუსით (ცელსიუსი) მაღალი იყო.

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები, რაც გლობალური დათბობის ტენდენციაზე მიუთითებს.

წყარო: ipn.ge


Print