ახალი ამბები
ფეხბურთის წესების ცვლილებები პირველი ლიგის იმერეთის გუნდებს გააცნეს
FaceBook
საქართველოს პირველ ლიგაზე მოასპარეზე იმერეთის საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ფეხბურთის წესებში შეტანილი ცვლილებები გააცნეს.

შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის "ტორპედოს" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ახალი წესების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების წევრმა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა ესაუბრა.

"თამაშის მსვლელობაში გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფეხბურთელები და გუნდების წარმომადგენლები იცნობდნენ ფეხბურთის წესებში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ კონფლიქტური სიტუაცია არ შეიქმნას მსაჯებთან დამოკიდებულებაში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად," – აღნიშნა გიორგი კიკაჩეიშვილმა.

FIFA-სა და საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირის მიერ დამტკიცებული ფეხბურთის წესების ცვლილებები საქართველოში 2016 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.

ახალი რეგულაციები, ძირითადად თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრას, ბოლო იმედის ჯარიმას, წითელი და ყვითელი ბარათების ჩვენებასა და საფეხბურთო მატჩის ოქმში შეყვანილი ოფიციალური პირების ქმედებებს შეეხება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების წარმომადგენელი, გიორგი კიკაჩეიშვილი მომდევნო გაცნობით შეხვედრას ზუგდიდში, სამეგრელოს საფეხბურთო კლუბებთან გამართავს.






Print