ახალი ამბები
4000 ლარი საცირკო სანახაობისთვის - ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია საცირკო სანახაობის მოსაწყობად 4000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ქალაქობის დღესასწაულის "ორ მაისობა"-ს ფარგლებში, საცირკო სანახაობის ორგანიზება.
სატენდერო პირობების თანხმად, წარმოდგენის ხანხძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 60 წუთით. საცირკო სანახაობაში მონაწილება უნდა მიიღოს არანაკლებ 10 მსახიობმა: ჯამბაზები, ჟონგლიორები, საჰაერო აკრობატული ნომრების შემსრულებლები.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია საცირკო სანახაობის გამართულად წარმართვისათვის გამოიყენოს ერთ ავტომანქანაზე დამონდაჟებული ამწე (მინიმუმ 15 მეტრი წარმადობის).
საცირკო სანახაობის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი 27 მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 21 აპრილს სრულდება.


Print