ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება
FaceBook
საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.

23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს: ბერლინი, მემინგენი (მიუნხენი), დორტმუნდი, მილანი, სალონიკი,
ლარნაკა, სოფია.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: www.wizzair.com

 



Print