ახალი ამბები
საქართველოში ნადირობის სეზონი 20 აგვისტოდან იწყება
FaceBook
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 01 მარტამდე გაგრძელდება.

ამ ინფორმაციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი მოთხოვნებით ნადირობა აკრძალულია: სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

Print