ახალი ამბები
წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია რიოს ოლიმპიადის 1/8 ფინალში გადავიდა
FaceBook
იაკობ ქაჯაიამ რიოს ოლიმპიადაზე პირველი ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა.

ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე წყალტუბოელი სპორტსმენი (130 კგ) ასპარეზობაში დღეს ჩაერთო.

ქაჯაიამ ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სომეხი მოჭიდავე ედუარდ სოგომონიანი აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გადასვლის შანსი მოიპოვა.

მომდევნო წრეში მისი სავარაუდო მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი იქნება. წარმატების შემთხვევაში, ქართველი მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვს დაეჭიდება, ნახევარფინალში კი კუბელ ლოპოზ ნუნიესთან მოუწევს შეხვედრა.

კუბელი მოჭიდავე 2-გზის ოლიმპიური და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ბადის მეორე მხარეს კი თურქების მსოფლიო ჩემპიონი რეზა კაია გახლავთ.

ასევე, 1/8 ფინალში გავიდა 85 კგ-ში მოასპარეზე რობერტ კობლიაშვილი, რომელმაც მექსიკელ ალფონსო ანტონიო ლეივა იეპესს 5:0 მოუგო.


Print