ახალი ამბები
ქუთაისში ინდური ფილმისთვის კლიპის გადაღება მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში ინდოეთის კინოსტუდიების წარმომადგენლები მხატვრული ფილმისთვის კლიპის გადაღებებს აწარმოებენ.

კადრების გადაღება ქალაქის ცენტრალურ უბანში მიმდინარეობს.

კლიპის მომზადებაში ბოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლებთან ერთად ქართული კომპანია "ბეთერ ფლაი პროდაქშენიც" მონაწილეობს.

კომპანიის წარმომადგენელი, დემეტრე ბერაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ორსაათიანი ფილმისთვის კადრების გადაღება ინდოეთის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისივე ინფორმაციით, კლიპის გადაღება ქუთაისში ერთ დღეში დასრულდება.

საქართველოში კინოგადაღებების წარმოებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინდურ კინოსტუდიებთან მოლაპარაკებებს გასული წლიდან აწარმოებდა.

ინდური ფილმის გადაღება მთავრობის პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში მიმდინარეობს.



Print