ახალი ამბები
ვანსა და ხონში "ნაციონალების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია იქნება
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხონის ყოფილ გამგებელს,  ზურაბ ჯიბუხაიას დაასახელებს.

კანდიდატს დღეს, ხონში წარადგენენ.

ზურაბ ჯიბუხაია ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ყოფილი ხელისუფლების დროს იყო.

იგი 2014 წელს, მის მოადგილესთან, ბესარიონ ჭელიძესთან ერთად, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს. ჯიბუხაიას ბრალად ედებოდა ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის საამქროებისთვის გადაცემა. ყოფილ გამგებელს სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, ჯიბუხაია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხონის გაგებლობის კანდიდატი იყო.

2015 წელს იგი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ჯიბუხაიას ვანის მოსახლეობას 15 აგვისტოს წარუდგენენ.
Print