ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის უფროსმა დანიშვნიდან ერთ თვეში თანამდებობა დატოვა
FaceBook
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორის პოსტი კვლავ ვაკანტურია. ოფიციალური ინფორმაციით, დირექტორის პოსტზე ერთი თვის წინ დანიშნულმა ზვიად ყიფშიძემ თანამდებობა  დღეს დატოვა. 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  განმარტავენ, რომ  ყიფშიძემ  სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  თუმცა,  ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,  მას პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დააწერინეს.

თავად, ყიფშიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

უწყებაში  ამბობენ, რომ ახალ ხელმძღვანელს მომავალ კვირას დანიშნავენ. თუმცა, ამ ეტაპზე არ ამბობენ, თუ ვინ დაიკავებს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორის პოსტს.

ზვიად ყოფშიძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე მერაბ ბობოხიძე ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელიც თანამდებობიდან პირადი  განცხადების საფუძვეზე წავიდა.
Print