ახალი ამბები
ქუთაისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება
FaceBook
14 აგვისტოს ქუთაისში დაახლოებით 5200 აბონენტს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში განმარტავენ, შეზღუდვის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

აბონენტებს ელექტროენერგია  06:00 საათიდან 15:00 საათამდე არ მიეწოდებათ.

დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონის, ირაკლი აბაშიძის, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებში; ასევე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯას.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print