ახალი ამბები
საქართველოში ელექტრონული რეცეპტის სისტემა ამოქმედდა
FaceBook
საქართველოში ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად დამტკიცდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება ცენტრალიზებული სისტემა, რომელსაც გამოიყენებს ყველა ექიმი, პაციენტი და სააფთიაქო დაწესებულება.

ელექტრონული რეცეპტის მეშვეობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო დაწესებულებაში პირადი ნომრის საფუძველზე დარეგისტრირდნენ.

"თუ წარსულში ექიმი ვიზიტის შემდეგ გაძლევდათ ქაღალდზე ამობეჭდილ რეცეპტს, დღეიდან ელექტრონულად ატვირთავს ერთიან პროგრამაში დანიშნულებას და აფთიაქში პაციენტის პირადი ნომრის, სახელის, გვარის მიხედვით გაიცემა მედიკამენტი. ანუ პაციენტებს მინიჭებული ექნებათ სპეციალური კოდი, რომლის საშუალებითაც ხდება სისტემაში შესვლა. შესაბამისად, პაციენტს აღარ მოუწევს რეცეპტის ქაღალდის ტარება-შენახვა,"- ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ელექტრონული რეცეპტის მოდული განთავსებულია "ელექტრონული ჯანდაცვის" პორტალზე ფარმაცევტული საქმიანობის კატეგორიაში შემდეგ მისამართზე: ehealth.moh.gov.ge /prescription.moh.gov.ge


Print