ახალი ამბები
"ყველაზე მეტად მჭირდება მუშახელი" - ბოტანიკური ბაღის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლების დამატებას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ახალი ხელმძღვანელი, თემურ ჩეჩელაშვილი თანამშრომლების რიხცვის გაზრდას გეგმავს.

მისი განმარტებით, ბოტანიკურ ბაღს სამუშაოების სრულყოფილად განსახორციელებლად დამატებით 10 ადამიანი სჭირდება.

"ყველაზე მეტად ამ წუთში მჭირდება მუშახელი, რომელიც იმუშავებს
დასუფთავებაზე, გაწმენდაზე, გათოხვანასა და მებაღეობაზე. როცა ბიუჯეტი შედგება მომავალი წლის, მაშინ უნდა ვიცოდეთ რა მექნება ხელფასი, რომ კაცი მივიღო," - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში თემურ ჩეჩელაშვილი. რაც შეეხება ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მისი თქმით, საკმარისი რაოდენობით ჰყავთ და ახალი კადრების დამატებასარ გეგავს.

ბოტანკურ ბაღში ამ დროისთვის 32 ადამიანია მუშაობს. აქედან 9 მებაღეა, 9 მეცნიერ-მუშაკი, დანარჩენი ადმინისტრაციის თანმშრომლები არიან. ბოტანიკურ ბაღის ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს. 

ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ამბობს,  რომ ბაღს პირვანდელი - საგანმანათლებლო-სამეცნიეორ ფუნქცია უნდა დაუბრუნოს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მისი წინამორბედის დროს დაიწყო, რაც უნდა გააგრძელოს. 

თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტი იყო. აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"როცა წამოვედი იქედან, მაშინ მითხრა შოთამ [ქუთაისის მერი], რომ იყავი პატარა ხანიო, სადმე ვნახავ ადგილს და გადაგიყვანო, როგორც კი გამოთავისუფლდა ეს ადგილი, ესეც მერიის ააიპ-ია, აქ დავინიშნე", - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.

თემურ ჩეჩელაშვილი ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად თანამშრომლებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 4 აგვისტოს წარუდგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა დირექტორმა  ამირან ხვადაგიანმა დაკავებული პოსტი პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ორაგნიზაციაში გადასვლის გამო დატოვა.






Print